ევროკავშირი ირანში აფეთქების გამო ირანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
ევროკავშირი ირანში აფეთქების გამო ირანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

ევროკავშირმა თანაგრძნობა გამოუცხადა ირანელ ხალხს ირანში მომხდარი აფეთქების გამო.

განცხადებას ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიური უწყება აქვეყნებს.

„ამ ტერორისტულ აქტს შოკის მომგვრელი რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა, უამრავი ადამიანი დაშავდა. ჩვენი ფიქრები ახლა მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირანში ტერორისტული აქტი მოხდა. ჯერ – ერთი, შემდეგ კი მეორე აფეთქება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ქერმანში, ცერემონიის დროს მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 103 ადამიანი დაიღუპა, 188-ზე მეტი კი დაშავდა.