ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ავღანეთს დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, ავღანეთს დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს.
აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩვენ ავღანელი ხალხის გვერდით ვდგავართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ შიმშილი და ჰუმანიტარული კატასტროფა. სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ გავზრდით ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას 100 მილიონი ევროთი. ეს ავღანეთის მხარდაჭერის ახალი, უფრო ფართო პაკეტის ნაწილი იქნება“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.