ევროკავშირი „ფეისბუქის" მომხმარებელთა მონაცემების ბოროტად გამოყენების ბრალდებას გამოიძიებს
ევროკავშირი პოპულარული სოციალური ქსელის, „ფეისბუქის” მიმართ წარდგენილ ბრალდებას გამოიძიებს, რომელიც 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემების ბოროტად გამოყენებას ეხება. ამის შესახებ ორშაბათს ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
ტაიანიმ სოციალურ ქსელს მოუწოდა მეტი პასუხიმგებლობა აიღოს თავის თავზე.
„ფეისბუქის მონაცემების ბოროტად გამოყენება ჩვენი მოქალქეების პირადი ცხოვრების უხეში და მიუღებელი ხელყოფაა“, – დაწერა ტაიანიმ „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.
გასულ შაბათს ისეთმა წამყვანმა დასავლურმა მედია გამოცემებმა , როგორიცაა„ ნიუ-იორკ ტაიმსი“ და „ობზერვერი“, გაავრცელა მონაცემთა ანალიზის კომპანიის Cambridge Analytica-ს ანაგრიში, რომლის მიხედვითაც 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩვენებში „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის საარჩვენო კამპანიის მხარდასაჭერად, პოპულარული სოციალური ქსელის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი ანგარიში მათი ინფორმირების გარეშე გამოიყენა.