ევროკავშირი დონბასში პრორუსი სეპარატისტების მიერ ჩატარებული ე.წ. არჩევნების გამო სანქციების დაწესებას გეგმავს
ევროკავშირი დონბასში პრორუსი სეპარატისტების მიერ ჩატარებული ე.წ. არჩევნების გამო სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მოგერინის თქმით, ევროკავშირის პოზიცია ერთიანია, ის 11 ნოემბერს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს.
ევროკომისრის განცხადებით, დონბასში სეპარატისტების მიერ „არჩევნების“ ჩატარებისთვის სანქციებს ევროკავშირი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიიღებს.