ევროკავშირი დონბასში მიმდინარე „არჩევნებს“ უკანონოდ ცნობს. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, ევროკავშირი არ აპირებს, აღიაროს „არჩევნები“, რომელიც დღეს კიევის მიერ არაკონტრილირებად ტერიტორიებზე იმართება.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ ფედერიკა მოგერინის თქმით, რაც დღეს დონბასში ხდება, უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაა.
„ბრიუსელი გმობს „არჩევნებს“ დონბასში, რადგან ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ეს პროცესი ძირს უთხრის მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და კანონმდებლობას“, – ნათქვამია ფედერიგა მოგერინი განცხადებაში.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები დონბასში ლეგიტუმურად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ეს პროცესი უკრაინის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნება და დააკმაყოფილებს ეუთო-ს სტანდარტებს.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ბრიუსელი მიესალმება კიევის გადაწყვეტილებას, უკრაინის აღმოსავლეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის მოქმედება 2019 წლის ბოლომდე გაახანგრძლივოს.