ევროკავშირი და აშშ გათხევადებული ბუნებრივი აირით ვაჭრობის გასაზრდელად მზად არიან. ენერგოსაკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, აშშ-სთან ბუნებრივი აირის საკითხზე მოლაპარაკებების პარალელურად, აუცილებელია ევროკავშირმა ინფრასტრუქტურის ფორმირება დაასრულოს.
„ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ ვაჭრობა გათხევადებული ბუნებრივი აირის სფეროში“, – აღნიშნა შეფჩოვიჩმა პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის ხელისუფლება ევროკავშირსა და რუსეთს შორის ბუნებრივი აირის ახალ პროექტს, „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პროექტის განხორციელება რუსეთზე ევროკავშირის დამოკიდებულებას გაზრდის.