ევროკავშირი ჩინეთში 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გზავნის
ევროკავშირი ჩინეთში 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გზავნის

კორონავირუსთან დაკავშირებით, ევროკავშირი ჩინეთში 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გზავნის. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ჩინეთს დამცავი აღჭურვილობა ესაჭიროება, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრებმა 12 ტონა აღჭურვილობის გამოყოფის გადაწყვეტილება სასწრაფო წესით მიიღეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ევროკავშირს მედიკამენტების გამოყოფის თხოვნითაც მიმართა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ლი კეციანი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ჩინეთს ნებისმიერ საჭირო დახმარებას მომავალშიც გაუწევს.