ევროკავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ ალუმინის პროდუქტებს ტარიფს დაუწესებს
ევროკავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ ალუმინს 48-პროცენტიან ტარიფს დაუწესებს.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ახალი რეგულაციები 14 ოქტომბრიდან შევა ძალაში. იმპორტირებულ პროდუქციას ტარიფი, სავარაუდოდ, აპრილამდე, იქამდე დაემატება, ვიდრე არ დასრულდება მოკვლევა იმასთან დაკავშირებით, ახორციელებდა თუ არა ჩინეთი დემპინგს და შეჰქონდა თუ არა ევროპულ ბაზარზე ალუმინი გაცილებით დაბალ ფასად.
აღნიშნული ეჭვის დადასტურების შემთხვევაში კი, ტარიფები მომდევნო 5 წლის ვადით შენარჩუნდება.