ევროკავშირი- მხარს ვუჭერთ სომხეთის მისწრაფებას, შექმნას აყვავებული და დემოკრატიული საზოგადოება
ევროკავშირი- მხარს ვუჭერთ სომხეთის მისწრაფებას, შექმნას აყვავებული და დემოკრატიული საზოგადოება

სომხეთის ახალი მთავრობის ფორმირების მიზნით, ევროკავშირი ყოველმხრივი დიალოგის მოწოდებით გამოდის. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი, მაია კოსიანჩიჩი ამბობს, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს სომხეთს და მის მისწრაფებას, შექმნას აყვავებული და დემოკრატიული საზოგადოება.

გასულ საღამოს განცხადება გაავრცელა თავად ევროკავშირმაც, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა მხარემ, მათ შორის სამართალდამცველმა ორგანოებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების შესაძლებლობით სარგებლობენ, უნდა უზრუნველყონ კონფრონტაციის პრევენცია და გამოიჩინონ პასუხისმგებლობა.