ევროკავშირი ბრიტანეთში საელჩოს გახსნას აპირებს
ევროკავშირი ბრიტანეთში საელჩოს გახსნას აპირებს

ევროკავშირი მომავალი წლის მარტში დიდ ბრიტანეთში  საელჩოს გახსნის.

ბრიტანეთში ელჩს უკვე ირჩევენ. ინფორმაციას Politico ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელში უკვე ჰყავთ ორი კანდიდატი, ევროკომისიის გენერალური მდივანი მარტინ ზელმაიერი და საგარეო მიმართულების განყოფილების გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი.

ევროკავშირში ამბობენ, რომ საელჩო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რადგან მომავალი წლიდან  ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს და ორგანიზაციის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ.

ევროკავშირში ადასტურებენ, რომ საელჩო 2019 წელს გაიხსნება .