ევროკავშირი ბელარუსს სასიკვდილო განაჩენზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი ბელარუსს სასიკვდილო განაჩენზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ოფიციალურ მინსკს სასიკვდილო განაჩენზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ბელარუსი ევროპის კონტინენტზე ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსგავსი ტიპის სასჯელი ჯერ კიდევ მოქმედებს.

აღნიშნული განცხადება ფედერიკა მოგერინიმ სასიკვდილო განაჩენის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გააკეთა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა დასძინა, რომ მსგავსი ტიპის სასჯელი ბარბაროსული და დამამცირებელი მეთოდია და  ადამიანის უპირველეს უფლებას, სიცოცხლეს ხელყოფს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი და ბელგიის ხელისუფლება ბრიუსელში 2019 წლის თებერვალში სასიკვდილო განაჩენის წინააღდეგ მეშვიდე მსოფლიო კონგრესის გამართვას გეგმავენ.