ევროკავშირი ბელარუსელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასანქციო სიას უახლოეს დღეებში მოამზადებს
ევროკავშირი ბელარუსის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასანქციო სიას უახლოეს დღეებში მოამზადებს. ამის შესახებ ბერლინში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე უმაღლესმა ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ სიაზე ევროკავშირის საბჭოში არსებული სპეციალური ჯგუფი იმუშავებს და რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცებს მას.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების ქმედებებს მიუღებლად მიიჩნევს.
ევროკავშირი გმობს ბელარუსი ხალხის ძალადობრივ რეპრესიას და ხელისუფლებას მოუწოდებს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლელად დიალოგისკენ.
ასევე, ჯოზეფ ბორელი ფიქრობს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ თანხმობა უნდა განაცხადოს ეუთო-ს თავმჯდომარის შეთავაზებაზე, რომელმაც ორგანიზაციის სახელით მინსკს შუამავლის როლი შესთავაზა.