ევროკავშირი ავღანეთის მეზობელ სახელმწიფოებს დაეხმარება, რათა მათ ლტოლვილების მიღება შეძლონ
ევროკავშირი ავღანეთის მეზობელ სახელმწიფოებს დაეხმარება, რათა მათ ლტოლვილების მიღება შეძლონ. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ევროპის შესაძლებლობებს აქვს ზღვარი, ამიტომ მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე არაფერი გამოვა. მეზობელი ქვეყნები იქნებიან ჩართული პროცესში, უფრო მეტად და უფრო ადრე, ვიდრე ევროპა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი მათ ფინანსურად დაეხმარება“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს მიიღებენ განცხადებას, რომელშიც ავღანეთიდან მიგრანტების ნაკადის შეჩერების აუცილებლობაზე იქნება საუბარი.
განცხადების სამუშაო ვერსიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზადაა, იმოქმედოს ავღანეთიდან „უკონტროლო და მასშტაბური არალეგალი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად.“