ევროკავშირი აშშ-სთან ერთად ჩინეთზე ფოკუსირებული ორმხრივი დიალოგის წამოწყების ინიციატივით გამოვიდა
ევროკავშირი აშშ-სთან ერთად ჩინეთზე ფოკუსირებული ორმხრივი დიალოგის წამოწყების ინიციატივით გამოვიდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ბორელის განცხადებით, მან მაიკ პომპეოს ჩინეთის მხრიდან წამოსულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ორმხრივი დიალოგის იდეა შესთავაზა.
„ჩვენ გავცვალეთ შეხედულებები ჩინეთზე და მისი მხრიდან თავისი პოზიციის გატარების დაჟინებულ მცდელობებზე. ჩინეთთან ურთიერთობაში არსებობს გამოწვევები, რომლებიც გვაერთიანებს და ამ საკითხების გადასაწყვეტად მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, ჰონგ კონგსაც ეხება.
მე გამოყოფილი, ორმხრივი დიალოგის იდეა წამოვაყენე, სადაც განვიხილავთ იმას, თუ რას ნიშნავს ჩინეთის ქმედებები და ამბიციები“,- განაცხადა ბორელმა.