ევროკავშირი ამ თვეში „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის დამატებით ოთხ მილიონ დოზას მიიღებს
ევროკომისიამ „ფაიზერთან და „ბიონტექთან“ ვაქცინის დამატებით 4 მლნ დოზის ამ თვეში მიღებაზე შეთანხმებას მიაღწია.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ვირუსის აგრესიულ შტამებთან გასამკლავებლად და არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებები აუცილებელია.
ვაქცინის დამატებითი დოზები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასახმარებლად გამოიყენება, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების მხრივ მწვავე მდგომარეობაა, მათ შორის სასაზღვრო რეგიონებში მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების აღდგენის მიზნით.
ევროკომისიის ინფორმაციით, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა, რომელიც ევროკავშირში დეკემბერში დაამტკიცეს, ეფექტურია ვირუსის ყველა ცნობილი შტამის წინააღმდეგ.