ევროკავშირი ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი ორგანიზაციას 2019 წელს დატოვებს
ევროკავშირი ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი ორგანიზაციას 2019 წელს დატოვებს, გარდამავალი პერიოდი კი 2020 წლამდე გაგრძელდება.
ბრიუსელში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ , მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ ბრიტანეთს კიდევ 21 თვე მოუწევს ევროკავშირის კანონებით ცხოვრება. დიდ ბრიტანეთს ის კანონებიც შეეხება, რომელსაც ორგანიზაციაში ამ პერიოდის განმავლობაში მიიღებენ.
გარდამავალ პერიოდში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და საბაჟო კავშირში დარჩება.