ევროკავშირი 2035 წლისთვის ნახშირორჟანგის გამომყოფი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვაზე შეთანხმდა
ევროკავშირი 2035 წლისთვის ნახშირორჟანგის გამომყოფი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვაზე შეთანხმდა. შეთანხმებას, რომელიც გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის, ვოლკერ ვისინგის მიერ კვირების განმავლობაში გადაიდო, 27 ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა მიაღწიეს.
ბრიუსელსა და ბერლინს შორის მიღწეული იქნა კომპრომისი, რომელიც შესაძლებელს გახდის, გაიყიდოს მანქანები და ფურგონები, რომლებიც მუშაობენ ე.წ. კლიმატ-ნეიტრალურ ელექტრონულ საწვავზე, რომლებიც, თავის მხრივ, იყენებენ სინთეტიკურ საწვავს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი არის ევროკავშირის მხრიდან ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შეზღუდვის მცდელობა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს გლობალურ დათბობაზე და პლანეტაზე სახიფათო ზემოქმედების სიმრავლეზე.
ევროკავშირის ემისიების დაახლოებით 25 პროცენტი სატრანსპორტო სექტორზე მოდის.
ახალი რეგულაციის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ავტომობილების გაძვირება გამოიწვიოს. იტალია ასევე ითხოვდა ბიოსაწვავზე გამონაკლისს. არა მხოლოდ მთავრობები, არამედ ავტომობილების მწარმოებლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ეტაპობრივად შეწყვეტას. გერმანული ფუფუნების მანქანების მწარმოებელი „პორშე“ და იტალიური მწარმოებელი „ფერარი“ აცხადებენ, რომ ელექტრომანქანებისთვის საჭირო ბატარეები მათი მანქანებისთვის ძალიან მძიმე იქნება. დასავლური მედია წერს, რომ ავტომობილების სხვა მწარმოებლები, როგორებიცაა „ფოლკსვაგენი“, „მერსედეს ბენცი“ და „ფორდი“ უკვე დებენ ფსონებს ელექტრომობილებზე.