ევროკაშირის მინისტერიალზე ანალენა ბერბოკმა და პიტერ სიიარტომ უკრაინის საკითხთან დაკაშირებით იკამათეს
ევროკაშირის მინისტერიალზე გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხთან დაკაშირებით იკამათეს.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, უთანხმოების საგანი გახდა უნგრული ბანკის, „ოთიფის“ (OTP) როლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.
უნგრეთი უარს ამბობს უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარების დამტკიცებაზე, ვიდრე კიევი არ ამოიღებს კომპანიას „ომის სპონსორების“ სიიდან. დიპლომატები ასევე ამბობენ, რომ დავა აჭიანურებს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გაიმეორა ბუდაპეშტის პოზიცია დახურულ შეკრებაზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უნგრეთი გააკრიტიკა და მოიყვანა ცნობები, რომ უნგრული ბანკი აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიებს და ავრცელებს საკრედიტო ხაზებს რუს ჯარისკაცებზე. უნგრეთმა ბრალდებები უარყო.
„პოლიტიკო“ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთზე ზეწოლას შვედეთი და ესტონეთიც ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირმა არ უნდა დააყოვნოს შემდგომი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.