ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო უწყებას შეუერთდება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.
როგორც პირველი არხი უკვე წერდა, საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი.
ამ ცვლილებების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში გადანაწილდება, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უქმდება და ნაწილი კულტურის სამინისტროს, ნაწილი კი განათლების სამინისტროს უერთდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.