ევროგაერთიანების მოსახლეობის უმრავლესობას ზამთრის დროზე გადასვლა არ სურს
ევროკავშირი შესაძლოა, ზამთრის დროზე აღარ გადავიდეს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კვლევების თანახმად, ევროგაერთიანების მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულის დროზე დარჩენას ემხრობა.
ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროკომისრებს შორის დებატები გაიმართება. იმისთვის, რომ გეგმამ კანონის სახე მიიღოს, ჯერ ეროვნული პარლამენტების, შემდეგ კი ევროკავშირის პარლამენტის თანხმობაა საჭირო.
კვლევების თანახმად, დროის ცვლილება ძილის გრაფიკს არღვევს და შესაძლოა, სამუშაოს პროდუქტიულობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
დროის ცვლილების მომხრეები კი ამბობენ, რომ საათის გადაწევით დილით და საღამოს სინათლის ხანგრძლივობა იმატებს, რაც ენერგიას ზოგავს და ავტოსაგზაო შემთხვევებს ამცირებს.