ევროდირექტივის დანერგვის მიზნით, ComCom ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიასთან თანამშრომლობას აღრმავებს
ევროდირექტივის დანერგვის მიზნით, ComCom ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დირექტივის დანერგვისა და თანამშრომლობის გაღრმავების  მიზნით, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიას ეწვივნენ. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ინფორმაციას ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ და კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა ლიეტუველ კოლეგებთან, მათ შორის ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარესთან, წევრებსა და თემატური დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გამართეს. მხარეებმა ახალი აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დირექტივის დანერგვასთან დაკავშირებით ლიეტუვის მიერ მიღებული გამოცდილება, დირექტივით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები და ამ პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს. დეტალურად ისაუბრეს ონლაინ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გაწმენდის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და ამ ბაზარზე ლიეტუვაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი კომუნიკაციების კომისიასა და ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიას შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა, რაც გაამარტივებს მხარეებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ამასთან უზრუნველყოფილი იქნება კომისიის მეტი ჩართულობა ლიეტუვის კომისიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში. კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მემორანდუმს ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ, ხოლო ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის მხრიდან, კომისიის თავმჯდომარემ, რიმანტას ბაგდზევიჩიუსმა მოაწერეს.

„აუდიო-ვიზუალურ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამშრომლობა კოლეგა მარეგულირებლებთან და მათ შორის, აღსანიშნავია ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის მრავალმხრივი გამოცდილება სამაუწყებლო კონტენტის რეგულირების კუთხით“, – განაცხადა ივანე მახარაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, ივანე მახარაძემ ასევე გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გამართა ლიეტუვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (RRT) ახლად დანიშნულ თავმჯდომარესთან, იურატესოვიენესთან და კომისიის ახალ წევრებთან. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიასა და ლიეტუვის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს (RRT) ხანგრძლივი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს როგორც ორმხრივი, ისე – მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების ფარგლებში.