ევრობასკეტი 2025-ის სამი მასპინძელი ცნობილია, მეოთხედ უკრაინა განიხილება #1TVSPORT
გაირკვა ევროპის 2025 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის სამი მასპინძელი – კვიპროსი, ლატვია და ფინეთი. ამ ქვეყნებში გაიმართება ჯგუფური ეტაპის მატჩები, რის შემდეგაც პლეი ოფის მონაწილე 16 გუნდი თავს ლატვიის დედაქალაქ რიგაში მოიყრის.
მეოთხე მასპინძლად უკრაინა განიხილება. ფიბა-ს ბორდმა ასე გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელები მასპინძლობას ვერ შეძლებენ, საერთაშორისო საკალათბურთო ორგანიზაცია სხვა კანდიდატურებს განიხილავს.
შეგახსენებთ, იმასაც, რომ ერთ-ერთი კანდიდატი რუსეთი იყო, თუმცა მასზე ფიბა-მ უარი ჯერ კიდევ 8 მარტს თქვა.
სხვათა შორის, ევრობასკეტი 2022-ზე საქართველოსთან ერთად თბილისურ ჯგუფში წილისყრამ რუსეთიც მოახვედრა. მისი ტურნირიდან მოხსნის შესახებ ფიბა-ში მაისში იმსჯელებენ.