„ევროაქტივი“ - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად 34 წლის გაბრიელ ატალის დანიშვნა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისთვის მოულოდნელი იყო
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად 34 წლის გაბრიელ ატალის დანიშვნა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისთვის მოულოდნელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.
გამოცემა ადგილობრივ პოლიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ, მიუხედავად მოულოდნელობისა, ოფიციალური ბერლინი გაბრიელ ატალს ფრანკო-გერმანული ურთიერთობების დამცველად მიიჩნევს და ევროკავშირის არჩევნების წინ მისი მანდატის პირობებში ურთიერთობების „განგრძობადობას“ ელის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების დაახლოების კუთხით.