„ევროაქტივი“ - კვლევის თანახმად, ევროპაში მოქალაქეების ნახევარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა კორონავიურსის პანდემიაზე რეაგირებისას ვალდებულება სათანადოდ არ შეასრულა
ევროპის სახელმწიფოებში მოქალაქეების ნახევარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა კორონავიურსის პანდემიაზე რეაგირებისას ვალდებულება სათანადოდ არ შეასრულა. ამის შესახებ გამოცემა „ევროაქტივი“ წერს.
ცხრა ქვეყანაში ჩატარებული მასშტაბური კვლევის მიხედვით, საფრანგეთის მოქალაქეების 63 პროცენტი ბრიუსელის ნაბიჯებით უკმაყოფილოა, ანალოგური პოზიცია აქვს იტალიელების 61 პროცენტს.
კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი პანდემიასთან ბრძოლის დროს საერთოდ „არააქტუალური“ იყო. ასე ფიქრობს ფრანგების 58 პროცენტი და პორტუგალიელების 52 პროცენტი.
ამასთან, როგორც გამოჩნდა, ევროკავშირის წევრი ცხრა ქვეყნიდან არც ერთში, მოქალაქეების უმრავლესობა არ არის კმაყოფილი ევროკავშირის ნაბიჯებით. ყველაზე დადებითად ევროკავშირის ქმედებები პორტუგალიაში შეაფასეს.
კვლევა ევროკავშირის საბჭოს დაკვეთის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ჩატარდა. გამოიკითხა 11 000 ადამიანი.