ევრო 2024 | საქართველო VS ესპანეთი - ორი იბერიის დაპირისპირება ევრო 2024-ის მერვედფინალში #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველო VS ესპანეთი - ორი იბერიის დაპირისპირება ევრო 2024-ის მერვედფინალში #1TVSPORT

დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დღეა – გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს ორი იბერიის, აღმოსავლეთის და დასავლეთის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან. ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველო ნაკრები 30 ივნისს კიოლნში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი 22:50 საათიდან შემოგთავაზებთ, ხოლო საქართველოს რადიო (FM 102,3) – რადიორეპორაჟს.

 

მექვაბიშვილის გარეშე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში კვლავ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართა. 29 ივნისს ვილი სანიოლის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა, მაგრამ სამატჩო განაცხადში 25 ფეხბურთელი იქნება. ჩეხეთსა და პორტუგალიასთან მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო ესპანეთთან შეხვედრას ანზორ მექვაბიშვილი გამოტოვებს.

ინგლისური გამოცემის, standard-ის შეფასებით, ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა, რადგან ფიფა-ს რეიტინგში ბევრად წინ მყოფი პორტუგალია დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა.

ცხადია, ამავეს გამეორება ესპანეთის ნაკრებთან, რომელიც მერვედფინალში ქულის დაუკარგავად გავიდა, ურთულესი იქნება. მაგრამ ჩვენი გუნდი უიმედოდ არ არის. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთი ერთხელ უკვე დაამარცხა.

 

 

სხვაგვარი თამაშის მოლოდინი

ბოლოს ეს ნაკრებები ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში შეხვდნენ – თბილისში ესპანელებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დაგვამარცხეს (1:7), ხოლო საშინაო მატჩი 3:1 მოიგეს.

თუმცა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შესანიშნავი თამაში და განსაკუთრებით პორტუგალიასთან გამარჯვება (2:0) ესპანელებს აფიქრებს, რომ ახლა საქმე გაცილებით გაურთულდებათ. თუმცა, ცხადია, „ფურია როხა“ ფავორიტია.

 

ესპანელები

„ლა როხამ“ მოიგო ყველა თამაში რთულ B ჯგუფში და არცერთი გოლი არ გაუშვია. ახლა ესპანელებს მოუწევთ სიმშვიდის შენარჩუნება მეომარ ქართველებთან, რათა მეოთხედფინალში მასპინძლებთან ითამაშონ.

ლუის დე ლა ფუენტემ ათი ცვლილება შეიტანა სასტარტო 11-ში ალბანეთთან 1:0 მოგებულ მატჩში. ნაჩო ფერნანდესი და აიოზე პერესი ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას ცდილობენ.

 

ქომაგების მსვლელობა

30 ივნისს, 16:00 საათიდან ესპანეთი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე, კიოლნში, Josef-Lammerting-Allee-ზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები შეიკრიბებიან. სტადიონისკენ მსვლელობა 18:30 საათიდან დაიწყება. ცხადია, გერმანიის დროით.

მსვლელობის მარშუტი იხილეთ აქ.

 

ფრანგი არბიტრი

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩს, რომელიც კიოლნის „რეინ ენერჯი სტადიონზე“ გაიმართება, ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტესიე გაუძღვება. უეფა-მ გადაწყვეტილება თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე მოუგო – „ჯვაროსნებმა“ ხეტაფეში გამართულ შეხვედრაში სენსაცია მოახდინეს და თორნიკე ოქრიაშვილის გოლით ფავოროტს 1:0 სძლიეს.


11 სექტემბერი, 2012. ფიფა 2014 – შესარჩევი მატჩი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 54549

საქართველო 0:1 ესპანეთი

გოლი: 0:1 რობერტო სოლდადო (86)

საქართველო: გიორგი ლორია (როინ კვასხვაძე 72), უჩა ლობჟანიძე, დავით კვირკველია, გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯაბა კანკავა (კაპ), ბუბა დაუშვილი, დავით თარგამაძე (ნიკა ძალამიძე 64), თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე (ირაკლი სირბილაძე 80)

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ესპანეთი: იკერ კასილიასი (კაპ), ალვარო არბელოა (სესკ ფაბრეგასი 80), ხერარდ პიკე, სერხიო რამოსი, ხორდი ალბა, ხაბი ალონსო, სერხიო ბუსკეტსი (პედრო როდრიგესი 57), ხავი, ანდრეს ინიესტა, დავიდ სილვა (სანტი კასორლა 64), რობერტო სოლდადო

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

მსაჯები: სვენ ოდვარ მოენი; კიმ ჰაგლუნდი, ფრანკ ანდასი (ნორვეგია)


15 ოქტომბერი, 2013. ფიფა 2014 – შესარჩევი მატჩი. ესპანეთი, ალბასეტე, კარლოს ბელმონტე

ესპანეთი 2:0 საქართველო

გოლები: 1:0 ალვარო ნეგრედო (26), 2:0 ხუან მატა (61)

ესპანეთი: იკერ კასილიასი (კაპ), ხუანფრანი, ხერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა (ისკო 82), ხესუს ნავასი, ალვარო ნეგრედო, პედრო როდრიგესი (ხუან მატა 58), სერხიო რამოსი, ხავი ერნანდესი (კოკე 66), სერხიო ბუსკეტსი, ალბერტო მორენო

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: გიორგი ლორია, დავით კვირკველია, აკაკი ხუბუტია, გურამ კაშია (კაპ), გიორგი ხიდეშელი, უჩა ლობჟანიძე, სანდრო კობახიძე, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი (ავთანდილ ებრალიძე 70), ელგუჯა გრიგალაშვილი (ლევან ხმალაძე 75), ნიკა გელაშვილი (ირაკლი მოდებაძე 87)

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გაფრთხილება: აკაკი ხუბუტია

მსაჯები: ფლორიან მეიერი; ჰოლგერ ჰენშელი, კრისტოფ ბორნჰორსტი (გერმანია)


7 ივნისი, 2016. ამხანაგური. ესპანეთი, ხეტაფე, კოლიზეუმ ალფონსო პერესი. 14650

საქართველო 1:0 ესპანეთი

გოლი: 1:0 თორნიკე ოქრიაშვილი (40)

ესპანეთი: დავიდ დე ხეა, სერხიო რამოსი (კაპ) (მიკელ სან ხოსე 46), ხუანფრანი (ექტორ ბელერინი 46), ჟერარ პიკე, ხორდი ალბა, სესკ ფაბრეგასი (ანდრეს ინიესტა 46), არის ადურიცი, ტიაგუ ალკანტარა (კოკე 46), სერხიო ბუსკეტსი (პედრო როდრიგესი 76), ნოლიტო, ლუკას ვასკესი (დავიდ სილვა 61)

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: ნუკრი რევიშვილი (როინ კვასხვაძე 55), ალექსანდრე ამისულაშვილი (კაპ), გიორგი ნავალოვსკი (სანდრო კობახიძე 84), გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, საბა კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი აბურჯანია (ზურაბ ცისკარიძე 78), ჯაბა ჯიღაური, ლადო დვალიშვილი (გიორგი ჭანტურია 72), ვაკო ყაზაიშვილი (გიორგი ქვილითაია 72)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)

გაფრთხილება: საბა კვირკველია, მიკელ სან ხოსე

მსაჯები: ვილიალმურ ალვარ თორარინსონი; გულფი მარ სიგურდსონი, გუნარ სვერირ გუნარსონი (ისლანდია)


28 მარტი. 2021. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი. თბილისი

 საქართველო-ესპანეთი 1:2

გოლები: 1:0 კვარაცხელია (44. კიტეიშვილის პასით), 1:1 ფერან ტორესი (56. ჟორდი ალბას  პასით), 2:1 დანი ოლიმო (90. ჟორდი ალბას პასით).

საქართველო: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე (79. გრიგოლ ჩაბრაძე), გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე, ვალერიან გვილია, ჯაბა კანკავა (კაპ), საბა ლობჟანიძე (70. ლევან შენგელია), ოთარ კიტეიშვილი (70. გიორგი ბერიძე), ხვიჩა კვარაცხელია (79. ნიკა კვეკვესკირი), ბუდუ ზივზივაძე (62. გიორგი ქვილითაია).

მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)

ესპანეთი: უნაი სიმონი, პედრო პორო (65. მარკოს ლორენტე), ერიკ გარსია, დ. ლორენტე, (46. ინიგო მარტინესი), ჟორდი ალბა, ფაბიან რუიზი (54. ტიაგო ალკანტარა), სერხიო ბუსკეტსი (73. მიგელ ორიასაბალი), პედრი, ფერან ტორესი, ალვარო მორატა, ბრაიან ჰილი (46. დანი ოლმო).

გაფრთხილება: დ. ლორენტე (7), პედრო პორო (14), ბუდუ ზივზივაძე (19).

გაძევება: ლევან შენგელია (90+4).

არბიტრი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)


მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. 5 სექტემბერი. ბადახოსი. ნუევო ვივერო. 8 444 მაყურებელი

ესპანეთი-საქართველო 4:0

გოლები: 1:0 ხოსე ლუის გაია (14), 2:0 კარლოს სოლერი (25. მარკოს ლორენტეს პასით), 3:0 ფერან ტორესი (41. მარკოს ლორენტეს პასით), 4:0 პაბლო სარაბია (63. პაბლო ფორნალსის პასით)

ესპანეთი: უნაი სიმონი (74. რობერტ სანჩესი) – სესარ ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (60. მიკელ მერინო), აიმერიკ ლაპორტი (46. რაულ ალბიოლი), ხოსე ლუის გაია (74. ბრაის მენდესი) – კარლოს სოლერი, როდრი, მარკოს ლორენტე – პაბლო სარაბია, ფაბიან რუისი, ფერან ტორესი (60. პაბლო ფორნალსი).

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

საქართველო: გიორგი ლორია, გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, გურამ გიორბელიძე (76. ოთარ კაკაბაძე) – ჯაბა კანკავა (კაპ), გიორგი აბურჯანია (69. სანდრო ალთუნაშვილი) – ირაკლი აზაროვი (57. ვალერი ყაზაიშვილი), გიორგი ზარია (57. გიორგი მიქაუტაძე), ვლადიმერ მამუჩაშვილი – ზურიკო დავითაშვილი (69. გიორგი ჩაკვეტაძე).

მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)

გაფრთხილება: კაშია (69), ჩაბრაძე (82)

არბიტრი: ტიაგო მარტინში (პორტუგალია)


8 სექტემბერი. 2023 ეჩშ. თბილისი. დინამო არენა

საქართველო-ესპანეთი 1:7

გოლები: 0:1 მორატა (22. ასენსიო პასით), 0:2 კვირკველია (27-საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40. ფაბიან რუისის პასით), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66. მერინოს პასით), 1:6 ნ. უილიამსი (68. გაიას პასით), 1:7 იამალი (74. ნ. უილიამსის პასით)

საქართველო (4-4-2): მამარდაშვილი – გოჩოლეიშვილი (77. საზონოვი), კაშია, კვირკველია, აზაროვი (60. დვალი) – აბურჯანია (46. ჩაკვეტაძე), გაგნიძე (46. მექვაბიშვილი), კიტეიშვილი, ლობჟანიძე (46. დავითაშვილი) – კვარაცხელია, მიქაუტაძე

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი – კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია – გავი (58. მერინო), როდრი (72. სუბიმენდი), ფაბიან რუისი – ასენსიო (44. ნიკო უილიამსი), ოლმო (44. იმალი), მორატა (72. ხოსელუ)

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

გაფრთხილება: გავი (45+1), აბურჯანია (45+2), კაშია (50), კიტეიშვილი (60), ჩაკვეტაძე (64), სუბიმენდი (79), კვარაცხელია (82)

არბიტრი: დ. ზიბერტი (გერმანია)


19.11. ვალიადოლიდი. ესტადიო ხოსე სორილია. 24 146 მაყურებელი

საქართველო-ესპანეთი 1:3

გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4. ფერან ტორესის პასით), 1:1 კვარაცხელია (10. ჩაკვეტაძის პასით), 2:1 ფერან ტორესი (55. გაიას პასით), 3:1 ლოჩოშვილი (72-საკ. კარში)

ესპანეთი (4-3-3): სიმონი – კარვახალი, ლე ნორმანი, ინიგო მარტინესი, გაია – გავი (26. სანსეტი), როდრი (86. სუბიმენდი), ფაბიან რუისი – უილიამსი (86. რიკელმე), ფერან ტორესი (66. იამალი), მორატა

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

საქართველო (5-3-2): მამარდაშვილი – კაკაბაძე (89. მამუჩაშვილი), კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი (77. გოჩოლეიშვილი) – ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (60. მექვაბიშვილი), ჩაკვეტაძე (89. ალთუნაშვილი) – კვარაცხელია, მიქაუტაძე (60. დავითაშვილი)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გაფრთხილება: როდრი (56), კვარაცხელია (75), კაშია (83), ინიგო მარტინესი (90+4)

არბიტრი: ო. ჰაცეგანი (რუმინეთი)