ევრო 2024 | საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა – ჩეხეთთან 1:1 ითამაშა, რაშიც დიდი წვლილი მეკარე გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის. მას 9 მოგერიება მოუგროვდა.

ევროპის ჩემპიონატის ყოველი მატჩის შემდეგ უეფა საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს. საქართველო-ჩეხეთის შეხვედრაში უეფა-მ სწორედ გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.