ევრო 2024 | პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი - საქართველომ გამარჯვება დაიმსახურა #1TVSPORT
ევრო 2024 | პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი - საქართველომ გამარჯვება დაიმსახურა #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა კომენტარი გააკეთა საქართველოსთან 0:2 მარცხის შემდეგ.

„მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ, გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით. ამან საქართველოს თავდაჯერება შემატა და მათი გამარჯვება დამსახურებული იყო.

ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, დაცვაზეც ვიმუშავეთ, რომ მეტოქის კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. პირველ წუთებზე გოლის გაშვებამ ჩვენს თავდაჯერებულობაში ბზარი გააჩინა, ყველაფერი გაგვირთულა. გატანას ვცდილობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა.

ჩვენ უფრო დიდი ინტენსივობით თამაში გვჭირდებოდა. ეს ის მატჩი იყო, სადაც საქართველომ ისტორია დაწერა. მისთვის ეს ისტორიული შანსი იყო, რომ ჩვენ კი უკვე გასულები ვიყავით. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე არ დავაფასეთ, მაგრამ ქართველები ძალიან სწრაფად გადადიოდნენ კონტრშეტევაზე“.