ევრო 2024 | კრიშტიანო რონალდომ სარეკორდო, მეექვსე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა - პორტუგალიამ ჩეხეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2024 | კრიშტიანო რონალდომ სარეკორდო, მეექვსე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა - პორტუგალიამ ჩეხეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

E ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი თამაშობენ. პირველ მატჩში თურქეთმა საქართველო 3:1 დაამარცხა, მეორეში კი პორტუგალიამ ჩეხეთს 2:1 სძლია.

 

ფაქტები

  • პორტუგალია-ჩეხეთის მატჩი ევრო 2024-ზე პირველია, რომლის პირველ ტაიმშიც გოლი არ გასულა.
  • კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ექვს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
  • პეპე (41 წლის და 113 დღის) და კრიშტიანო რონალდო (39 წლის 134 დღის) ყველაზე ასაკოვანი დუეტია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე სასტარტო შემადგენლობაში უთამაშია.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიამ და ჩეხეთმა მეტი მონდომებით შეუტიეს და მეორე ტაიმის დასაწყისში თითო გოლი გაიტანეს.

62′ წუთი. ჩეხეთის სწრაფი კონტრიერიშისას პროვოდამ საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით გაიტანა. ეს მეათე გოლია მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საჯარიმოს გარედან.

 69′ წუთი. პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მესამე ავტოგოლი ჩეხმა ჰრანაჩმა გაიტანა.

90+3′ წუთი. მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე პორტუგალიის ნაკრების 21 წლის შემტევმა, ფრანსისკო კონსეისაომ ნაკრებში მესამე მატჩი გამართა და პირველი გოლი გაიტანა. პორტუგალიამ კი 2:1 გაიმარჯვა.

F ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა.