ევრო 2020-ზე მოთამაშე მცველი უფასოდ - ქეცბაიას არაიურის გადაბირება სურს #1TVSPORT
ევრო 2020-ზე მოთამაშე მცველი უფასოდ - ქეცბაიას არაიურის გადაბირება სურს #1TVSPORT

გურამ კაშიას უარმა და ბარტისლავას „სლოვანში“ გადასვლამ თემურ ქეცბაია აიძულა, ცენტრალური მცველის პოზიციაზე სხვა მოთამაშეები მოეძებნა – გავრცელებული ინფორმაციით, „ანორთოსისის“ მწვრთნელს ფამაგუსტას გუნდში ფინეთის ნაკრების კაპიტნის, არაიურის მიწვევა სურს.

გაირკვა, რომ ქართველი მწვრთნელის სამიზნეში მოხვედრილი პაულუს არაიური ბოლო ორი წლის განმავლობაში კვიპროსის თამაშობდა – „პაფოსის“ ფეხბურთელია, რომელთანაც ხელშეკრულება ივნისის ბოლოს ეწურება.

ფინელი სტოპერი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობს და სასტარტო შემადგენლობაში იყო დანიისა და რუსეთის ნაკრებებთან თამაშებში.

არაიურის ასაკის (33 წლის) გამო კვიპროსულ კლუბში იმედოვნებენ, რომ მისი ტრანსფერი რეალურია, მაგრამ პრობლემა შეიძლება წარმოიშვას არაიურის ევრო 2020-ზე ყოფნისა და თავისუფალი აგენტის სტატუსის გამო, რადგან შესაძლებელია მისი შეძენა სხვა კლუბებმაც მოისურვონ.