ევრო 2020 | ხორვატია VS ესპანეთი, საფრანგეთი VS შვეიცარია - LIVE საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ევრო 2020 | ხორვატია VS ესპანეთი, საფრანგეთი VS შვეიცარია - LIVE საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს ევრო 2020-ის კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვევა. საფრანგეთი ფავორიტის სტატუსის გამართლებას შვეიცარიასთან შეეცდება (მატჩი 23:00 საათზე დაიწყება), ხოლო მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ხორვატია ევროპის სამგზის ჩემპიონ ესპანეთთან გაარკვევს ურთიერთობას (20:00).

ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს პირველი რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

 

ხორვატია-ესპანეთი

ხორვატიის ნაკრებში დანაკლისია -კორონავირუსზე დადებითი პასუხის გამო გუნდს ივან პერიშიჩი გამოაკლდა.

სწორედ ამიტომ, ხორვატმა ფეხბურთელებმა მატჩის წინ ერთგვარი დევიზი აიღეს – „გავიმარჯვოთ პერიშიჩისთვის“.

თავის მხრივ, ესპანელებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ჯგუფში შვედეთთან და პოლონეთთან უფერული თამაში შემთხვევითობა იყო.

 

ზლატკო დალიჩი (ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი):

„ძალიან რთული იქნება პერიშიჩის შეცვლა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ხარისხიანი ალტერნატივები და დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც მოედანზე გავა, თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს. რაც შეეხება მეტოქეს, მას პატივს ვცემთ. მათაც იციან, რომ ხორვატია მაღალი კლასის გუნდია და არ უნდა იყვნენ ბედნიერები ჩვენთან შეხვედრით. ჩვენი მიზანი მეოთხედფინალია“.

ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი):

„ხორვატიის ნაკრებში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები მატეო კოვაჩიჩი და ლუკა მოდრიჩი არიან. ხორვატია კარგად შეთამაშებული და ტაქტიკურად განსწავლული გუნდია – შეუძლია ძალიან კარგად დაიცვას თავი, როცა ანგარიშის შენარჩუნება სჭირდება და ძალიან სახიფათოა, როცა გოლი აქვს გასატანი. ესპანეთის ნაკრები ყველა სცენარისთვის მზადაა.“

 

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია (4-3-1-2): ლივაკოვიჩიიურანოვიჩი, ვიდა, ჩალეტა-ცარი, გვარდიოლიმოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩივლაშიჩირებიჩი, პეტკოვიჩი.

ესპანეთი (4-3-3): სიმონი – ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, ალბა – კოკე, ბუსკეტსი, პედრიმორენო, მორატა, სარაბია.

არბიტრი: ჯ. ჩაქირი (თურქეთი)

 

საფრანგეთი-შვეიცარია

​საფრანგეთი და შვეიცარია ერთმანეთს ხუთ დიდ ტურნირზე შეხვდნენ. ხუთივე შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპზე. ბოლო დაპირისპირება ევრო 2016-ზე იყო. ის მატჩი 0:0 დასრულდა.

ამჯერად 0:0 მისაღები არც ერთი გუნდისთვის იქნება, ეს პლეიოფია – ერთმა ჩანთები უნდა ჩაალაგოს და შინ გაემგზავროს, მეორემ ჩანთები მეოთხედფინალზე გასამგზავრებლად უნდა შეფუთოს… წაგებული შინ ბრუნდება, გამარჯვებული ლი ჩემპიონობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

 

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი):

„მოდუნების დრო არ არის, სასწორზე 1/4-ფინალის საგზური დევს. საფრანგეთი ჩემპიონატზე ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, თუმცა მეც და ჩემი ფეხბურთელებიც მხოლოდ შვეიცარიაზე ვფიქრობთ. ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც ფიფა-ს რეიტინგში მე-13 პოზიციაზეა.“

ვლადიმირ პეტკოივიჩი (შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი):

„საფრანგეთს ძლიერი ნაკრები ჰყავს. მისი დამარცხება ურთულესი საქმეა. შვეიცარიის ნაკრებს მეოთეხდფინალში გასამარჯვებლად შესაძლებლობების 100 პროცენტით გამოვლენა არ ეყობა, საფრანგეთის დასამარცხებლად საჭიროა საკუთარ თავს გადაახტე, იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე შეგიძლია.“

 

სავარაუდო შემადგენლობები:

საფრანგეთი (4-1-2-1-2): ლორისი – პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი – კანტე – პოგბა, ტოლისო – გრიზმანი – მბაპე, ბენზემა.
ტრავმა: დემბელე, დინი, ტიურამი, ლემარი, კუნდე

შვეიცარია (3-4-1-2): ზომერი – აკანჯი, ელვედი, როდრიგესი – მბაბუ, ფროილერი, ჯაკა, ცუბერი – შაჩირი – ემბოლო, სეფეროვიჩი