ევია კოტანი - მიხარია, რომ კომუნიკაციების კომისიის და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს პედაგოგებისგან დიდი დაინტერესება აქვს
კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებული მედიაწიგნიერების გლობალურ კვირეულის ფარგლებში დღეს გამართულ შემაჯამებელ კონფერენციას სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად ევროკავშირის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ოფისის ხელმძღვანელი, ევია კოტანი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტზე „დეზინფორმაცია როგორც გამოწვევა, კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“.
„კომუნიკაციების კომისიასთან ერთობლივი პროექტის განხორციელებით,ევროკავშირი ცდილობს, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს მათ მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაში, რათა უკეთ გაიკვლიონ გზა ინფორმაციით გაჯერებულ მსოფლიოში. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტი. ევროკავშირის მხარდაჭერით, კომუნიკაციების კომისიამ აგვისტოდან დღემდე უკვე გადაამზადა 500 მასწავლებელი საქართველოს მასშტაბით. მიმდინარე წლის ბოლომდე, ტრენინგი კიდევ რამდენიმე ასეულ მასწავლებელს ჩაუტარდება, რათა მათ მეტად განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება და ის უნარ-ჩვევები, რაც დეზინფორმაციასთან გამკლავებას სჭირდება. მასწავლებლები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ახალგაზრდა თაობების ჩამოყალიბებაში. მიხარია, რომ ამ პროექტს აქვს ძალიან დიდი დაინტერესება პედაგოგების მხრიდან, რომლებიც მიღებულ ცოდნას და უნარებს ბავშვებს, მოსწავლეებს გადასცემენ,“- მედიაწიგნიერების კვირეულის შემაჯამებელ კონფერენციაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირი მომავალ წელს კიდევ უფრო გააფართოვებს საქართველოში მედიაწიგნიერების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის გეგმავს.
„დეზინფორმაციის მიზანია ჩვენი დაცალკევება, შეცდომაში შეყვანა ან ზიანის მოტანა ჩვენთვის ან ჩვენი საყვარელი ადამიანებისათვის. ეს მიმდინარე ბრძოლაა. იმისათვის, რომ მათი გარჩევა და გავრცელების შეფერხება შევძლოთ, ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიანები უნდა შევიარაღდეთ სათანადო ცოდნით. ამისათვის, გვესაჭიროება მჭიდრო თანამშრომლობა ყველა უზრუნველყოს მიმართულებით. ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნული საკითხის მხარდაჭერა მომავალშიც უზრუნველყოს“,- განაცხადა ევია კოტანმა.