ევგენი პრიგოჟინი ვოლოდიმირ ზელენსკის ბახმუტიდან მებრძოლების გაყვანისკენ მოუწოდებს
ევგენი პრიგოჟინი ვოლოდიმირ ზელენსკის ბახმუტიდან მებრძოლების გაყვანისკენ მოუწოდებს

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვას უგზავნის, სადაც უკრაინის ლიდერს ბახმუტიდან მებრძოლების გაყვანისკენ მოუწოდებს.

პრიგოჟინის თქმით, ქალაქი, ფაქტობრივად, ალყაშია.

„მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ძვირფასო ვოლოდიმირ ოლეკსანდროვიჩ, ვაგნერის ქვედანაყოფებმა პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს ბახმუტს. დარჩენილია მხოლოდ ერთი გზა. თუ ადრე ჩვენთან პროფესიონალი უკრაინული არმია იბრძოდა, დღეს სულ უფრო მეტ მოხუცებსა და ბავშვებს ვხვდებით. ისინი იბრძვიან, მაგრამ მათი სიცოცხლე ბახმუტთან მოკლეა. ერთი-ორი დღე. მიეცით მათ საშუალება, დატოვონ ქალაქი. ქალაქი პრაქტიკულად ალყაშია”.

როგორც „როიტერი“ კადრების შესწავლის შედეგად იუწყება, პრიგოჟინის ვიდეო არა უშუალოდ ბახმუტში, არამედ მის მისადგომებთან, სოფელ პარასკოვიევკაშია ჩაწერილი.