ევგენი პრიგოჟინი - აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით
ევგენი პრიგოჟინი - აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით

აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით, – ასე გამოეხმაურა კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს.

პრიგოჟინს ჟურნალისტებმა მიმართეს თხოვნით, კომენტარი გააკეთოს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 8 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ ამერიკელმა ანალიტიკოსებმა არჩევნებთან დაკავშირებული ინტერნეტ-ტროლების აქტივობა აღმოაჩინეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ისინი რუსეთთან არიან დაკავშირებული.

„მე თქვენ გიპასუხებთ ძალიან დახვეწილად, დელიკატურად და ბოდიშის მოხდით, დავუშვებ გარკვეულ ორაზროვნებას. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც ეს ვიცით. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს მოვკვეთთ ერთდრდოულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, – ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა კომპანიამ გაავრცელა.

პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო სასანქციო სიაშია შეყვანილი და გამოძიების ფედერალური ბიურო მიერ არის ძებნილი. ის მიიჩნევა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ მფლობელად, რომელიც ასევე „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი.