რაფაელ ბენიტესი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებულია, – იუწყება ინგლისური კლუბის პრესსამსახური.
„ევერტონის“ ხელმძღვანელობამ ბენიტესის დათხოვნის გადაწყვეტილება „ნორვიჩთან“ წაგებული მატჩის (1:2) შემდეგ მიიღო.
ბენიტესი „ევერტონს“ 2021 წლის ივნისიდან ედგა სათავეში, როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალა.
„ევერტონში“ ესპანელი სპეციალისტის საქმიანობა საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გუნდი მე-16 პოზიციაზე იმყოფება და ჩატარებულ 19 მატჩში მხოლოდ 19 ქულა აქვს.