„ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი მარკო სილვა, დიდი ალბათობით, თანამდებობას დატოვებს, იტყობინება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC), თუმცა არა საკუთარი ნებით, არამედ კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.
მერსისაიდული კლუბის უფროსობას უკვე ჰქონდა სერიოზული საუბარი პორტუგალიელ სპეციალისტთან, როდესაც გუნდმა 23 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „ნორვიჩთან“ წააგო, ახლა კი, „ლივერპულთან“ განცდილი დამამცირებელი მარცხის შემდეგ (2-5), ინგლისელი ჟურნალისტების აზრით, სილვას დამატებით შანსს აღარ მისცემენ.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დროებით გუნდის ყოფილი დამრიგებელი, დევიდ მოიესი დაინიშნება.