ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისია უკრაინას ტოვებს. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მისიის ყველა საერთაშორისო წევრის დროებითი ევაკუაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. ბოლო ჯგუფი – მისიის ხელმძღვანელი და უმაღლესი ხელმძღვანელობა ახლა დატოვებს უკრაინას.
კრამატორსკა და სიევეროდონეცკში დისლოცირებული მისიის წევრების გადაადგილება გრძელდება, მაშინ, როცა მარიუპოლში მყოფთა გადაადგილება უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ შეჩერებულია. კიევიდან ეროვნული მისიის წევრთა კიდევ ერთმა კოლონამ დაიწყო გამოსვლა“, – ნათქვამია ეუთო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.