ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - სასიამოვნო იყო საქართველში სტუმრობა, თქვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც ოფიციალურად დეკემბერში გადმოგეცემათ
ძალიან სასიამოვნო იყო საქართველში სტუმრობა, თქვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველამ ვიცით, რომ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც ოფიციალურად დეკემბერში, რამდენიმე კვირაში გამოცხადდება, – ასე მიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ უთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს.
როგორც პია კაუმამ განაცხადა, ეუთო საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის მხრივ.
„მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე, საკუთარი თვალით გავეცანით ვითარებას. ვნახეთ, როგორია, როდესაც სხვა ქვეყანა უკანონოდ ახდენს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, ვესაუბრეთ მოსახლეობას. იქ საკუთარი თვალით ვნახეთ ვითარება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს მისაღები და ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ასევე სრულად გიჭერთ მხარს რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების ფასილიტაციის პროცესში. თქვენ მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების მხარდაჭერის კუთხით“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.