ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრემიერ კობახიძესთან კანონპროექტზე მესაუბრა, მივესალმები პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს
მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მესაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაუმა აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს მიესალმება.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან მესაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეშფოთებაზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ. მივესალმები საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს“, – წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მას განუმარტა კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი, გამოხატა მზაობა, მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა.