ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მხარს ვუჭერთ საქართველოს, მოაგვაროს კრიზისები და პრობლემები მშვიდობიანი გზით
მხარს ვუჭერთ საქართველოს, მოაგვაროს კრიზისები და პრობლემები მშვიდობიანი გზით, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.
„ჩემი აქ ყოფნის მიზეზია, რომ საკუთარი თვალით მენახა, რა ხდება ადგილზე, როგორი გავლენა აქვს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე რუსეთის უკანონო ოკუპაციას აქ. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ აქ ყველაფერი მშვიდად ჩანს, მაგრამ ასევე მაწუხებს ადამიანების მდგომარეობა ამ პირობებში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედების გზა არის, მოიძებნოს მშვიდობიანი გზა სხვადასხვა პრობლემისა და კრიზისის მოსაგვარებლად, რომლებიც ჩვენს წინაშეა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ მოაგვაროს საკუთარი კრიზისები და პრობლემები მშვიდობიანი გზით. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ასეთი სიტუაციების მოსაგვარებლად იმ საშუალებებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც გვაქვს საპარლამენტო ასამბლეაში“, – განაცხადა პია კაუმამ.