ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური პირები ადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოში დაწყებული კონფლიქტის მეთორმეტე წლისთავზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური პირები გმობენ უსაფრთხების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული სიტუაციის გაურესებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
განცხადებას ხელს აწერენ ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკელი კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი, თავმჯდომარის მოადგილე რუმინელი დეპუტატი კოსტელ ნეკულაი დუნავა, მომხსენებელი, ლიეტუველი კანონმდებელი ლაურინას კასიუნასი.
მათ ღრმა შეშფოთება გამოთქვეს, იმის გამო, რომ კონფლიქტის შედეგები ჯერ კიდევ აისახება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის გამოწვევების პერიოდში.
„ჩვენ ვაღიარებთ რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის დასრულებისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის აუცილებლობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ომის გამო და საოკუპაციო ხაზით დაყოფილი საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენის აუცილებლობას.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ 2019 წლის ლუქსემბურგის დეკლარაციის რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციას ეხება და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები, პრინციპები და უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკანონო გადაწყვეტილება.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, რომელიც ეუთო-სა და გაერო-ს რელევანტური მისიები დახურვის შემდეგ, საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთ მექნიზმად რჩება საქართველოში, კვლავაც არ ეძლევა ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის უფლება.
„ჩვენ გამოვთქვამთ მხარდაჭერას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართ, რადგან ის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ინფორმაციის გაცვლისა და იმ ინციდენტებზე რეაგირებისთვის, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ჩვენ ასევე გამოვთქვათ იმედს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები რაც შეიძლება მალე განახლდეს, რათა გაგრძელდეს კონსტრუქციული და შედეგებზე ორიენტირებული დისკუსიები, რომლებიც მიმართულია ხელშესახები შედგების მიღწევაზე ამ ფორმატში“, – აღნიშნულია განცხადებაში.