ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

„გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას. დარწმუნებული ვარ, თქვენი ფართოდ აღიარებული პოლიტიკური და ადამიანური უნარები მნიშვნელოვანი იქნება ამ საპასუხისმგებლო საქმეში. პარლამენტის თავმჯდომარეობა ნიშნავს თქვენი ხალხის წარმომადგენლებში თანასწორთა შორის პირველობას. ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა “, – განაცხადა რობერტო მონტელამ მისალოც წერილში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ განახლებული და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი წარმომადგენლობითი პარლამენტის საფუძველი გახდება.

აგრეთვე, მან არჩილ თალაკვაძეს მადლობა გადაუხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისადმი საქართველოს პარლამენტის მხრიდან გაწეული ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოხატა.