ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის მიმართ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცეს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის მიმართ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცეს. დოკუმენტი ადამიანი უფლებათა კომიტეტში მიიღეს.
დეპუტატები რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და სასამართლო სისტემაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. რეზოლუციას მხარი 35 დელეგაციამ დაუჭრია, 11 წინააღმდეგ წავიდა და 7-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტი განსახილველად შვედეთის დელეგაციამ გაიტანა. რეზოლუციაში ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები აღმოფხვრას და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო განხილვები, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სრული დაცვით.
დოკუმენტის ავტორი შვედი დეპუტატი მარგარეტ სედერფელდი მოითხოვს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ „სიტყვისა და გამოხატვის უფლების განხორციელების გამო დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლოს.
რეზოლუციაში რუსეთის მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას ლგბტ თემის უფლებები და გააუქმოს 2013 წელს მიღებული კანონი, რომელიც ამ თემის მიმართ დისკრიმინაციულია. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ დაადგინა და ვერ დასაჯა ოპოზიციონერი დეპუტატის ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორები.
პროფილური კომიტეტის თანხმობის შემდეგ დოკუმენტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს და თანხმობის შემთხვევაში ე.წ. ბერლინის დეკლარაციაში შეიტანენ, რომელსაც ეუთო-ს 57-ივე წევრი სახელმწიფოს პარლამენტის სპიკერები და საგარეო საქმეთა მინისტრები წარადგენენ.