ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დაასახელა
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დასკვნითი დეკლარაცია, რომელშიც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დაასახელა.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები „ვაგნერის“ ჯგუფისა და მისი შვილობილი სტრუქტურების წინააღმდეგ, კერძოდ, გამოაცხადონ ისინი ტერორისტულ ორგანიზაციებად.
დეკლარაცია ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ საერთაშორისო ნორმები, რომლებიც ნათლად აღიარებენ „ვაგნერის“ ჯგუფის ტერორისტულ ხასიათს და რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორ სახელმწიფოს.