ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, ღია და დემოკრატიული
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარგარეტა სედერფელტი აცხადებს, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, ღია და დემოკრატიული.
როგორც მარგარეტა სედერფელტი აცხადებს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია.
„ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც ამომრჩეველი აირჩევს პრეზიდენტს. მოხარულები ვართ, აქ ყოფნით და პროცესზე მონიტორინგის წარმოებით. ჩვენ შევხვდით კომისიის წევრებს და დავუსვით კითხვები. ეს კითხვები ეხებოდა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას, ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვიკითხეთ თუ რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო უკვე მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენ შევამოწმეთ საარჩევნო სიას და ყუთს, ვაკვირდებით, თუ როგორ არის დალუქული. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, ღია და დემოკრატიული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა მხოლოდ ერთხელ მისცეს კანდიდატს ხმა და არა რამდენჯერმე. საარჩევნო უბანი უნდა იყოს შესაბამისად მოწყობილი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის”, – განაცხადა მარგარეტა სედერფელტმა.