ეუთო-ს ინფორმაციით, უკრაინის დონბასის ზონაში, შეხების ხაზზე უსაფრთხოების სფეროში ჩიხური მდგომარეობაა
ეუთო-ს ინფორმაციით, უკრაინის დონბასის ზონაში შეხების ხაზზე უსაფრთხოების სფეროში ჩიხური მდგომარეობაა. უკრაინის საკითხში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის, მიკო კინინენის განცხადებით, სპეციალური სადამკვირვებლო მისია იტყობინება, რომ საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს სახლები და ინფრასტრუქტურა დაზიანებულია მძიმე შეიარაღების გამოყენების შედეგად.
ეუთო-ში აცხადებენ, რომ საშუალოდ, დღე-ღამეში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე 2020 წლის ივლისში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამკაცრების ძალაში შესვლამდე.
„უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული ჩიხური მდგომარეობა მთავარი გამოწვევა გახდა საკონტაქტო ხაზის გასწვრივ აქტივობებისთვის; ართულებს მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრებას და სპეციალური სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას“, – განაცხადა მიკო კინინენმა.