ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის განცხადებით, მათი მთავარი მისიაა, დააკვირდნენ არჩევნებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ სათანადოდ იყოს დაცული საარჩევნო პროცედურები.
მისივე თქმით, ოდირი ასრულებს თავის მანდატს, რაც არჩევნების მონიტორინგს გულისხმობს.
ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკო-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ახლახან იქნა გაჟღერებული განმარტება ოდირის, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და ჩვენი მთავარი მისიაა, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს და ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ სათანადოდ იყოს დაცული საარჩევნო პროცედურები. ოდირი ასრულებს თავის მანდატს, რაც გულისხმობს არჩევნების მონიტორინგს. ოდირმა წინა შემთხვევაში განათავსა 16 დამკვირვებელი, მათ შორის ისინი ჩართული იყვნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ უკვე ჩავატარეთ შესავალი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, გავაცანით მათ ჩვენი გუნდი და ავუხსენით ჩვენი მისიის საქმიანობების შესახებ დეტალები.
მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკო-ს თავისი თანამშრომლობისთვის, რომ მომზადებულიყო ეს მისია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საუბარია პანდემიის ფონზე მუშაობაზე. ჩვენ მოუთმელნად ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას მომდევნო კვირებშიც“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.
მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე მედიას გააცნო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობა, მისი მანდატი და აღნიშნული მისიის აქტივობების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი სადამკვირვებლო მისიის ძირითადი გუნდი შედგება 12 საერთაშორისო ექსპერტისგან, უკვე ათი მონაწილეობს სახელმწიფოებში. ესენი არიან საარჩევნო, პოლიტიკური, მედია ანალიტიკოსები. გარდა ამისა, ტექნიკური და ლოგისტიკური ექსპერტები არიან ჩართული ამ მისიაში, ძირითადი ჯგუფი დაფუძნებულია თბილისში. ჩვენი დროებითი ოფისი იქნება აქ მომდევნო შვიდი კვირის განმავლობაში. ოთხშაბათს, 2 სექტემბერს ჩამოვა ასევე 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი.
გრძელვადიანი დამკვირვებლები განთავსდებიან 15 ადგილას მთელი ქვეყნის მასშტაბით და დააკვირდებიან რეგიონულ დონეზე საარჩევნო პროცესებს. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გვყავდეს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათი როლი იქნება, რომ სისტემატურად დააკვირდნენ ხმის მიცემის, კენჭისყრის პროცედურებს და ასევე ხმის დათვლის პროცედურებს მთელ ქვეყანაში.
მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის, რომ ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს ოდირის მიერ დადგენილი სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც უკვე გადახედილია. ამ მეთოდოლოგიას აქვს 20-წლიანი ისტორია და აქ 57-მა მონაწილე სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა. არჩევნების დღემდე გვექნება ადმინისტრაციული პროცესი, ასევე დავაკვირვდებით კამპანიის აქტივობებს, ასევე კამპანიის დაფინანსებას, მედიაგარემოს და მედიაგაშუქებას, დაფარვას, ასევე იურიდიულ და სამართლებრივ ჩარჩოებს, დავების მოგვარების საკითხს.
შესაბამისად ჩვენ ჩავატარებთ მთელ რიგ შეხვედრებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ძირითად ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე მედია წარმომადგენლებთან. რასაკვირველია, ეს კონტაქტები და ურთიერთობები იქნება როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე. ჩვენი მისია გულისხმობს მედიამონიტორინგის კომპონენტს, რომელიც წარმოქმნის რაოდენობრივ, თვისობრივ და ხარისხობრივ შეფასებას კამპანიის მედია გაშუქებისა. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მიუკერძოებლობას და თანმიმდევრულობას ჩვენი შეფასების პროცესში, მაშინაც კი, როცა ვბრუნდებით იგივე ქვეყანაში, რომელსაც ბოლო დროს დავაკვირდით.
ჩვენ გაგვაჩნია ნათელი კრიტერიუმები ამ შეფასებისთვის, რაც გულისხმობს ეუთო-ს ვალდებულებებს, საერთაშორისო სტანდარტებს და ვალდებულებებს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ არჩევნებს და ეროვნულ კანონმდებლობას, ეს გახლავთ ნათლად განსაზღვრული კრიტერიუმები. ჩვენ აგრეთვე მხედველობაში ვიღებთ ოდირის წინა რეკომენდაციებს საქართველოში და ამ რეკომენდაციების განხორციელების სტატუსს. ჩვენ არ ვადარებთ ამ არჩევნებს წინა არჩევნებთან, ამ ქვეყანაში ან ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებთან არ ხდება შედარება“, – განაცხადა ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა.
მისივე განმარტებით, სადამკვირვებლო მისია არ არის დაინტერესებული არჩევნების შედეგებით, არამედ აინტერესებთ თავად საარჩევნო პროცესი.
„ჩვენ რასაკვირველია არ ვართ დაინტერესებული არჩევნების შედეგებით, არამედ გვაინტერესებს თავად პროცესი, ჩვენი როლია, არ ჩავერიოთ. ჩვენი როლი არის მხოლოდ ის, რომ დავაკვირდეთ და ჩვენი დაკვირვებები და შეფასებები იქნება გამოქვეყნებული ჩვენს მომავალ ანგარიშებში. ჩვენ გამოვაქვეყნებთ შუალედურ ანგარიშს არჩევნების დღემდე ორი კვირით ადრე, ეს იქნება ფაქტობრივი აღწერილობა საარჩევნო პროცესებისა, აგრეთვე ჩვენ გავმართავთ პრესკონფერენციას არჩევნების დღის შემდეგ, რომლის დროსაც გამოვაქვეყნებთ პირველადი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ განცხადებას. ჩვენი საბოლოო ანგარიში გამოქვეყნედება რვა კვირის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დასრულდება საარჩევნო პროცესი და ამ ანგარიშში იქნება მოცემული რეკომენდაციები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული ხელისუფლებების მიერ. რეკომენდაციებში მითითებული იქნება კონკრეტული მეთოდები, რომლის მეშვეობითაც ოდირს სურს, რომ იმუშაოს ხელისუფლებასთან და დაეხმაროს მას, რათა საჭიროების შემთხვევაში პროცედურები ქვეყნის ეუთოს-ვალდებულებებთან შესაბამისი იყოს. ჩვენ მისიას აგრეთვე აქვს პოტენციური მეორე რაუნდი, თუ ოდირი გადაწყვეტს ამის აუცილებლობას“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.
ალბერტ იონსონის თქმით, პანდემია რა თქმა უნდა ქმნის მთელ გამოწვევებს, გამოწვევებს უქმნის ოდირის სადამკვირვებლო აქტივობებს, თუმცა ოდირი ზედმიწევნით შეასრულებს თავის მანდატს.
„რასაკვირველია, მსურს, აღვნიშნო, რომ კოვიდ პანდემია ქმნის მთელ გამოწვევებს, გამოწვევებს უქმნის ოდირის სადამკვირვებლო აქტივობებს, თუმცა ოდირი ვალდებულებას იღებს და მზადყოფნას აცხადებს, რომ ზედმიწევნით შეასრულებს თავის მანდატს, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი არჩევნების მონიტორინგს.
აგრეთვე სადამკვირვებლო მისია ვალდებულებას აცხადებს, რომ ზედმიწევნით დაიცავს ეროვნული ჯანდაცვის პროტოკოლებს, რომელიც შემოღებულია ქვეყანაში და მიყვება სტანდარტული ოპერაციის პროცედურებს, რომელიც უკავშირდება კოვიდ პანდემიას. ვაფასებთ ამ საკითხზე ჯანდაცვის უწყებებთან ერთად იმ მუდმივ და უწყვეტ თანამშრომლობას. ჩვენი სამუშაო გახლავთ გამჭვირვალე, უფრო მეტი ინფორმაცია მისიისა და მისი შემადგენლობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე, ჩვენ ღია ვართ მედიისთვის მთელი ამ პროცესის განმავლობაში“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.