ეუთო/ოდირის მონიტორინგის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან
ეუთო/ოდირის მონიტორინგის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მონიტორინგის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მონიტორინგის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მონიტორინგის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან.

მხარეებმა შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან, დაკვირვების მეთოდოლოგიასა და ზოგად მანდატთან დაკავშირებით ისაუბრეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.