Euronews-ის ინფორმაციით, ბულგარეთში ავარიის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა
ბულგარეთში ავარიის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა, – ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებიდან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ტურისტული ავტობუსი ქალაქ სვოგედან ახლომდებარე მონასტერში მიემართებოდა, როდესაც 20 მეტრის სიმაღლის ხრამში გადავარდა. ავარიის დროს ოთხი მსუბუქი ავტომობილიც დაზიანდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსში უცხოელი ტურისტები არ იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, ტური ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მოეწყო.
ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.
ბულგარეთის ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით ორშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.