Euronews - ბათუმი ტურიზმის, აზარტული თამაშებისა და ვაჭრობის მასშტაბური ცენტრია [ვიდეო]
ქართული თავგადასავლები: ცის საზღვარი ბათუმში – ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეოს Euronews-ის ინტერნეტ-გამოცემა კულტურის ბლოკში.
Euronews-ი წერს, რომ თავგადასავლების სერიაში აღმოაჩინეს ბათუმი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქი და მისი ყველაზე პოპულარული კურორტია შავ ზღვაზე.
„ამ საბაგიროს ანურიას მთის წვერზე ავყავართ. საბაგირო ზღვის დონიდან 250 მეტრზე ადის, საიდანაც ბათუმის ულამაზესი ხედი იშლება”- ამბობს ჟურნალისტი.
Euronews-ის ვიდეოში აღნიშნულია, რომ ბათუმს აქვს ისტორიული კავშირები ანტიკურ საბერძნეთთან და იაზონის და არგონავტების მითთან.
„დღესდღეობით ბათუმი ტურიზმის, აზარტული თამაშებისა და ვაჭრობის მასშტაბური ცენტრია. საბაგიროდან ჩანს, რომ ქალაქი ახალი მშენებლობებით ვითარდება“ – ნათქვამია Euronews-ის ვიდეოში.
სათავგადასავლო სერიის ვიდეორგოლში ასევე აღნიშნულია, რომ საოცარი პანორამული ხედების შემდეგ, შესაძლებელია ტრადიციული მუსიკით და აჭარის ცნობილი სამზარეულოთი გართობა რესტორანში, საიდანაც ასევე იშლება ბათუმის ხედები.