ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტების ნაწილმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართა
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტების ნაწილმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტების ნაწილმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართა.

სამინისტროსთან ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ის აბიტურიენტები შეიკრიბნენ, რომლებმაც წელს ეროვნულ გამოცდებზე დაწესებული მინიმალური ბარიერი გადალახეს, თუმცა ამის მიუხედავად, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მაინც ვერ მოხვდნენ.

აქციის მონაწილების თქმით, აბიტურიენტთა რეგისტრაციისას მხოლოდ სამი უნივერსიტეტი მიუთითეს, ვინაიდან არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამზე მეტი უნივერსიტეტის მითითების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ითხოვენ, სხვადასხვა უნივერსიტეტში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე გადანაწილდნენ.

განათლების სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.